ეს მიწისქვეშა სივრცე შორსაა ლუვრის ცნობილ პირამიდაში მოფუსფუსე ტურისტებისგან. აქ, შუასაუკუნეების ციხესიმაგრის ნაშთებში 12 საუკუნის წინანდელი ქვიშაქვის დერეფანში, ამერიკელი ხელოვანი ჯოზეფ კოშუტი ნეონის ნათურებით განათებული 15 წინადადების გამოკვრას გეგმავს.
ეს შოუ "არც მოჩვენება, არც მირაჟი," რომლითაც მომდევნო სამუშაო თვე დაიწყება, პირველია 64 წლის ბ-ნი კოშუტისათვის. “ლუვრთან შეხება ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გქონდეს," - ამბობს იგი.

ლუვრის ცნობილი 16-ე საუკუნის ბრინჯაოს დარბაზი კი, ამჯერად თავისი ანტიკური ბრინჯაოს ქანდაკებების კოლექციით კი არ გაიტაცებს მნახველს, არამედ ჭერის მოხატულობით, რომლის ავტორია ამერიკული ხელოვნების ცნობილი წარმომადგენელი საი ტუომბლი. დღესდღეობით, ლუვრში ამერიკული კულტურის მრავალი ნიმუში მოედინება. თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების დათვალიერების გარდა სტუმრებს აგრეთვე შეუძლიათ გაეცნონ ისეთ ამერიკელ მწერლებს, როგორიცაა ტონი მორისონი და უყურონ ქორეოგრაფისა და მოცეკვავის, ბილ თ. ჯონსის წარმოდგენებს.
წყარო: http://www.24saati.ge