3/10/2010

საიტთა მიმოხილვა

მიმოვიხილოთ ინტერნეტ-გამოცემები და  შეფასოთ ისინი განმასხვავებელი ნიშნების მიზედვით. თვალი დაგავავლე რამდენიმე საიტს და ვეცადე მოკლე დასკვნების გაკეთება.
ყურადღება შევაჩერე გაზეთ 24 საათი-ს ინტერნატ გამოცემაზე, სადაც მკაფიოდ და ლაკონურადაა მოცემული ახალი ამბები. ორიენტირება გაკეთებულია მხოლოდ ფაქტებზე და არა საკუთარ შეხედულებებზე, რაც ძალზედ მიმზიდველს ხდის საიტს. მოცემულ ინფორმაციას ამდიდრებს თანდართული ფოტომასალა, რომელიც თანხვედრაშია მოსული ახალ ამბებთან.
მცირედ, თუმცა მაინც გადმოგვცემს ინფორმაციას პოლიტიკურ ამბებზე media.ge. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ამ საიტზე ვრცელდება ისეთი უმნიშვნელო დეტალები, რომლის ნახვაც გაჭირდება სხვაგან.
რაც შეეხება Rustavi2-ს, ის მოიცავს, როგორც გასართობ, ასევე საინფორმაციო ნაწილს, რომელთა უმრავლესობა გახლავთ ამონარიდი ეთერში გასული მასალიდან. ინფორმაცია საკმაოდ მოკლედაა გადმოცემული, თუმცა გაგება ნამდვილად არ ჭირს. საიტი ერთი შეხედვით ობიექტურია, თუმცა მასზე დაკვირვების შემდგომ აღმოვაჩენთ, რომ ძალზედ დიდი ადგილი უკავია ოპოზიციური პარტიების ნაკლებსა და ,,მიღწევებს”. მაგ: თუ როგორ ჩავიდა ნინო ბურჯანაძე პუტინთან და რატომ შეხვდა ის გუშინ სერგეი ლავროვს. ამგვარი ასე ვთქვათ მიკერძოება დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური საიტისათვის.

3/09/2010

ჩემ შესახებ


მე, ნინო ნიბლაძე, დავიბადე 1989 წელს. 3 წლის წინ ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად ვარ მესამე კურსის სტუდენტი და მიმაჩნია წარმატებით ვართმევ თავს ჩამს მოვალეობას. იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიო თავდაუზოგავად ვშრომობ და დარწმუნებული ვარ ეს ჩამი წარმატების საწინდარი იქნება... როგორც ჩემი მეგობრები აღნიშნავენ ვარ კომუნიკაბელური და გამომდინარე აქედან მსიამოვნებს მეგობრებთან ურთიერთობა. მიყვარს მუსიკის მოსმენა და მოგზაურობა. სიამოვნებით ვეუფლები ჩემს ძირითად სპეციალობას - ტურიზმის მენეჯმენტს. ვარ დაოჯახებული. :)