3/10/2010

საიტთა მიმოხილვა

მიმოვიხილოთ ინტერნეტ-გამოცემები და  შეფასოთ ისინი განმასხვავებელი ნიშნების მიზედვით. თვალი დაგავავლე რამდენიმე საიტს და ვეცადე მოკლე დასკვნების გაკეთება.
ყურადღება შევაჩერე გაზეთ 24 საათი-ს ინტერნატ გამოცემაზე, სადაც მკაფიოდ და ლაკონურადაა მოცემული ახალი ამბები. ორიენტირება გაკეთებულია მხოლოდ ფაქტებზე და არა საკუთარ შეხედულებებზე, რაც ძალზედ მიმზიდველს ხდის საიტს. მოცემულ ინფორმაციას ამდიდრებს თანდართული ფოტომასალა, რომელიც თანხვედრაშია მოსული ახალ ამბებთან.
მცირედ, თუმცა მაინც გადმოგვცემს ინფორმაციას პოლიტიკურ ამბებზე media.ge. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ამ საიტზე ვრცელდება ისეთი უმნიშვნელო დეტალები, რომლის ნახვაც გაჭირდება სხვაგან.
რაც შეეხება Rustavi2-ს, ის მოიცავს, როგორც გასართობ, ასევე საინფორმაციო ნაწილს, რომელთა უმრავლესობა გახლავთ ამონარიდი ეთერში გასული მასალიდან. ინფორმაცია საკმაოდ მოკლედაა გადმოცემული, თუმცა გაგება ნამდვილად არ ჭირს. საიტი ერთი შეხედვით ობიექტურია, თუმცა მასზე დაკვირვების შემდგომ აღმოვაჩენთ, რომ ძალზედ დიდი ადგილი უკავია ოპოზიციური პარტიების ნაკლებსა და ,,მიღწევებს”. მაგ: თუ როგორ ჩავიდა ნინო ბურჯანაძე პუტინთან და რატომ შეხვდა ის გუშინ სერგეი ლავროვს. ამგვარი ასე ვთქვათ მიკერძოება დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური საიტისათვის.

No comments:

Post a Comment