3/30/2010

ჰარვარდის უნივერსიტეტის სტიპენდიები საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის

საერთაშორისო ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში ერთსემესტრიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად. გამარჯვებულები სასტიპენდიო კურსს გაივლიან ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის მართვის სკოლაში. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 1 თებერვალი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ ჟურნალისტებს, სტიპენდიანტებსა თუ პოლიტიკოსებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, თუ რა გავლენა აქვს პრესას სახელმწიფო პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები სრულყოფილად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. გამარჯვებულებს გადაეცემათ სტიპენდია სასწავლო კურსისთვის, მაგრამ არ აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები.

No comments:

Post a Comment