4/13/2010

,,ხილული მეხსიერება"


ქართულ ფოტოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ნამდვილდ არ აქვს. საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ალექსანდრე როინიშვილი (1846-98). 
80-იან წლებში ფოტოსტუდიები ძალიან მომრავლდა. თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დ. ერმაკოვის სტუდია. ერმაკოვმა იმოგზაურა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში და დიდძალ ფოტომასალას მოუყარა თავი; შეკრიბა საქართველიში მოღვაწე ფოტოგრაფთა ნამუშევრები, დაახარისხა თემატურად და ცალ-ცალკე ალბომებად შეკრიბა. ზოგი მათგანი საზღვარგარეთის მუზეუმებს (პარიზი, ლონდონი) გაუგზავნა, რამდენიმე კი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა. XIX საუკუნის დამლევს საქართველოში შეიქმნა სრულიად საქართველოს მხატვარ-კალიგრაფების საზოგადოება. იმ დროინდელი ფოტოგრაფია უტილიტარული, ყოფითი ხასიათისა იყო. იშვიათობას წარმოადგენდა განყენებულ თემაზე შექმნილი სურათები. ეს აიხსნება იმით, რომ "ხილული მეხსიერება", როგორც ზოგჯერ ფოტოგრაფიას უწოდებენ, კერძო პირთა ყოველდღიურ საჭიროებას ემსახურებოდა.   
 XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.

ქართულ ფოტოს ისტორიაში ძალზედ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სწორედ მისი წყალობით გვაქვს საშუალება ვიხილოთ უძველესი ტაძრები, ნაგებობები, ქუჩები და ყველა ის ადგილი, რომელსაც დღეს სახე სრულად თუ არა მნიშვნელოვნად შეცვლილი აქვს. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ,,ძველი თბილისი", რომელსაც სწორედ უნიკალური ფოტოების საშუალებით თუ ვიცნობთ. 

ქართული ფოტოს არქივმა და ისტორიამ საბედნიეროდ შემოგვინახა უნიკალური მასალები, რომლის გაცნობაც შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ფოტოგრაფია, მაგრამ ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში უამრავი საინტერესო ფოტომასალა განადგურდა და ჩვენამდე ვერ მოაღწია, რაც ქართული ფოტოს ისტორიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი დანაკლისია.
წყაროები:
http://www.photomuseum.org.ge
http://www.photolife.com
http://www.interes.ge
http://art.useug.com
http://artgov.ge

No comments:

Post a Comment