4/14/2010
5 გინესის რეკორდი:
ყველაზე ბევრი ნემსი სახეზე და თავში. მათი რაოდენობა 1790 ცალი იყო:
ამ კაცმა ყველაზე ბევრი, კერძოდ კი 10 გველი ჩაიტენა პირში და 10 წამის განმავლობაში ეჭირა:
ამ კაცმა თვალიდან გამოასხა რძე 279,5 სმ-ზე:
გიგანტური ლოკოკინა:
გიგანტური ვაშლი:

4/13/2010
,,ხილული მეხსიერება"

ქართულ ფოტოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ნამდვილდ არ აქვს. საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ალექსანდრე როინიშვილი (1846-98).
80-იან წლებში ფოტოსტუდიები ძალიან მომრავლდა. თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დ. ერმაკოვის სტუდია. ერმაკოვმა იმოგზაურა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში და დიდძალ ფოტომასალას მოუყარა თავი; შეკრიბა საქართველიში მოღვაწე ფოტოგრაფთა ნამუშევრები, დაახარისხა თემატურად და ცალ-ცალკე ალბომებად შეკრიბა. ზოგი მათგანი საზღვარგარეთის მუზეუმებს (პარიზი, ლონდონი) გაუგზავნა, რამდენიმე კი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა. XIX საუკუნის დამლევს საქართველოში შეიქმნა სრულიად საქართველოს მხატვარ-კალიგრაფების საზოგადოება. იმ დროინდელი ფოტოგრაფია უტილიტარული, ყოფითი ხასიათისა იყო. იშვიათობას წარმოადგენდა განყენებულ თემაზე შექმნილი სურათები. ეს აიხსნება იმით, რომ "ხილული მეხსიერება", როგორც ზოგჯერ ფოტოგრაფიას უწოდებენ, კერძო პირთა ყოველდღიურ საჭიროებას ემსახურებოდა.

ქართულ ფოტოს ისტორიაში ძალზედ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სწორედ მისი წყალობით გვაქვს საშუალება ვიხილოთ უძველესი ტაძრები, ნაგებობები, ქუჩები და ყველა ის ადგილი, რომელსაც დღეს სახე სრულად თუ არა მნიშვნელოვნად შეცვლილი აქვს. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ,,ძველი თბილისი", რომელსაც სწორედ უნიკალური ფოტოების საშუალებით თუ ვიცნობთ.
ერთი ფოტოს გულისამაჩუყებელი ისტორია

1985 წლის 13 ნოემბერს კოლუმბიის ქალაქ არმეროში მოხდა საშინელი კატასტროფა-ამოიფრქვა ვულკანი,დადნა თოვლი და ქალაქ არმეროში საშინელი ტრაგედია მოხდა.დაიღუპა დაახლოებით 23000 ადამიანი.
მაშველებმა აღმოაჩინეს პატარა ომაიარა ყელამდე ტალახში ჩაფლული,ფეხები სახლის ნანგრევებში ჰქონდა გაჩხერილი.მაშველებმა სცადეს წყლის ამოტუმბვა და შემდეგ მისი ამოყვანა,მაგრამ სამწუხაროდ ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა.გოგონამ ასეთ მდგომარეობაში 3 დღე გაძლო.დიდი ხანი ბინძურ წყალში ყოფნისას რამოდენიმე ვირუსით დაინფიცირდა.ექიმების და მაშველების ჯგუფი უძლური აღმოჩნდა.მესამე დღეს მას უკვე ჰალუცინაციები დაეწყო და შემდეგ გარდაიცვალა…
ეს ფოტო სწორედ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული.
მისი მეტყველი თვალები ყველაფერს ამბობს…
წყარო:www.svpressa.ru
4/12/2010
გია დვალის შესახებ

გიორგი (გია) დვალი (დ. 1963, თბილისი) არის ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი, რომელმაც 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა ხარისხი თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა.
დღესდღეობით ითვლება მსოფლიო მაშტაბით მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.
ფიზიკოსები აცხადებენ, რომ თეორიები, რომლებსაც პროფესორი დვალი თავის კოლეგებთან ერთად ავითარებს, ექსპერიმენტულად დამტკიცების შემთხვევაში, თანამედროვე ფიზიკაში ბევრ რამეს შეცვლის. მისი თამამი ჰიპოთეზები სამყაროს მოწყობას, გრავიტაციის კვანტურ თეორიას და დამატებითი განზომილებების აღმოჩენას შეეხება. მაგალითად, დღემდე ეჭვი არავის შეუტანია ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის მართებულობაში, უფრო ზუსტად, ეს კანონი არც მცირე და არც დიდ მანძილებზე არავის გაუზომავს. დვალის (და მისი კოლეგების) თეორიის თანახმად, შეიძლება მოხდეს ამ კანონის მოდიფიცირება მცირე და დიდ მანძილებზე.
მნიშვნელოვანია მეცნიერთა მოსაზრებები დამატებითი განზომილებების თაობაზე. 1998 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ნიმ არკანი-ჰამედმა და მისმა კოლეგებმა - გია დვალმა და სავას დიმოპულოსმა შეიმუშავეს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც დამატებითი სივრცული განზომილებები შეიძლება აღმოჩნდეს მცირე მანძილებზე. ამჟამად ინტენსიურად ტარდება ცდები ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად. ამასთანავე, პროფესორმა დვალმა, თავის ქართველ კოლეგასთან, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორ გიგა გაბადაძესთან ერთად, თავის ბოლოდროინდელ ნაშრომებში გამოთქვა მოსაზრება, რომ დამატებითი განზომილებები შეიძლება აღმოჩნდეს აგრეთვე დიდ მანძილებზეც, რაც ბოლო დროს აღმოჩენილი უცნაური ფენომენის, სამყაროს აჩქარებული გაფართოების ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს (მეორე შესაძლო ახსნა ბნელი ენერგიის ჰიპოთეზაა).
დამატებითი განზომილებების არსებობის დასადასტურებლად გია დვალი ჩართულია დიდ ექსპერიმენტებში, რომელიც ითვალისწინებს როგორც დედამიწაზე არსებულ ამაჩქარებლებზე ექსპერიმენტების ჩატარებას, ასევე, მთვარის ორბიტაზე დაკვირვებას (დღემდე მთვარის ორბიტა განსაზღვრულია სანტიმეტრების სიზუსტით, რაც საკმარისი ნამდვილად არ გახლავთ და იგი დამატებითი განზომილებების აღმოსაჩენად მილიმეტრების სიზუსტით უნდა გაიზომოს).
ქართველი ფიზიკოსის კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებს განეკუთვნება. გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ.
„ჩვენ ვართ ფუნდამენტური მეცნიერების წარმომადგენლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვცდილობთ ისეთ კითხვებს გავცეთ პასუხები, რომელთაც დღეს გამოყენებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია მეცნიერებისათვის. მაგალითად, როგორი იყო სამყაროს პირველსაწყისი, რისგან შევდგებით ჩვენ და რისგან შედგება სამყარო, რა არის მისი მომავალი, როგორია მატერიის სტრუქტურა, საერთოდ რა ძალები არსებობენ სამყაროში და რამდენ განზომილებიანია ის“, - აღნიშნავს გია დვალი.
4/06/2010
ლუვრის ბრინჯაოს დარბაზი
ეს მიწისქვეშა სივრცე შორსაა ლუვრის ცნობილ პირამიდაში მოფუსფუსე ტურისტებისგან. აქ, შუასაუკუნეების ციხესიმაგრის ნაშთებში 12 საუკუნის წინანდელი ქვიშაქვის დერეფანში, ამერიკელი ხელოვანი ჯოზეფ კოშუტი ნეონის ნათურებით განათებული 15 წინადადების გამოკვრას გეგმავს.
ეს შოუ "არც მოჩვენება, არც მირაჟი," რომლითაც მომდევნო სამუშაო თვე დაიწყება, პირველია 64 წლის ბ-ნი კოშუტისათვის. “ლუვრთან შეხება ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გქონდეს," - ამბობს იგი.

ლუვრის ცნობილი 16-ე საუკუნის ბრინჯაოს დარბაზი კი, ამჯერად თავისი ანტიკური ბრინჯაოს ქანდაკებების კოლექციით კი არ გაიტაცებს მნახველს, არამედ ჭერის მოხატულობით, რომლის ავტორია ამერიკული ხელოვნების ცნობილი წარმომადგენელი საი ტუომბლი. დღესდღეობით, ლუვრში ამერიკული კულტურის მრავალი ნიმუში მოედინება. თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების დათვალიერების გარდა სტუმრებს აგრეთვე შეუძლიათ გაეცნონ ისეთ ამერიკელ მწერლებს, როგორიცაა ტონი მორისონი და უყურონ ქორეოგრაფისა და მოცეკვავის, ბილ თ. ჯონსის წარმოდგენებს.
3/31/2010
3/30/2010
ჰარვარდის უნივერსიტეტი

ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ-ის უძველესი უნივერსიტეტი კემბრიჯში (მასაჩუსეტსის შტატი), დაარსდა 1636 წელს როგორც კოლეჯი. 1636 წლიდან ეწოდა აშშ-ში ემიგრირებული ინგლისის მინისტრის ჯ. ჰარვარდის (კოლეჯს დაუტოვა ქონების ნახევარი და მდიდარი ბიბლიოთეკა) სახელი.
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პირველ ათეულში, ტრადიციულად, აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლები მოხვდა. პირველ ასეულში 37 ამერიკული და 17 ბრიტანული უნივერსიტეტი შევიდა.
პირველი და მეორე ადგილები რეიტინგში ჰარვარდი და იელი აღმოჩნდა, მესამესა და მეოთხეზე კემბრიჯი და ოქსფორდი.
რეიტინგი მეცნიერების, დამსაქმებლებისა და პერსონალის მოსაზრებების, ასევე იმ გამოცემების მიხედვით დგება, რომლებშიც კუსსდამთავრებულთა მომზადების დონეა გამოკვლეული. ამასთან, უნივერსიტეტების პერსონალს, რომლებიც გამოკითხვაში იღებდა მონაწილეობას, საკუთარი სასწავლო დაწესებულებისთვის ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. სია უკვე ხუთი წელია ქვეყნდება და ყველა მათგანში პირველ ადგილს ჰარვარდის უნივერსიტეტი იკავებს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის სტიპენდიები საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ ჟურნალისტებს, სტიპენდიანტებსა თუ პოლიტიკოსებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, თუ რა გავლენა აქვს პრესას სახელმწიფო პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები სრულყოფილად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. გამარჯვებულებს გადაეცემათ სტიპენდია სასწავლო კურსისთვის, მაგრამ არ აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები.
3/21/2010
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრობლემატიკა რეგიონულ ტელევიზიებში
აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, აშკარაა რეგიონული ტელემაუწყებლების როლი. სწორედ მათ კომპეტენციაში შედის ადგილობრივი პრობლემების გაშუქება. თუმცა სქართველოს რეალობაში ეს საკმაოდ დიდ ფუფუნებას წარმოადგენს. ადგილობრივ ტელევიზიებს უჭირთ ყოველდღიური ახალი ამბებისა და გადაცემების მომზადება. გარდა იმისა, რომ რეგიონში რთულია პროფესიონალი კადრების შენარჩუნება, სუსტია მენეჯმენტის მხარეც. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც რეგიონულ ტელეკომპანიებში გვხვდება. მათი ობიექტურად მუშაობის ხელისშემშლელ ფაქტორად სხვადასხვა გარემოება გვევლინება, შევეცადოთ მათი ნაწილის განხილვა.
საქართველოს რეგიონებში არსებულ ტელეკომპანიებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრობლემატიკა ძირითადად ერთნაირია, ამიტომ რამდენიმე მათგანის მიმოხილვით შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ მათი მუშაობის შესახებ.
საქართველოს რეგიონებში 30-ზე მეტი კერძო ტელეკომპანია მაუწყებლობს. ტელევიზიების უმრავლესობამ მაუწყებლობა უკიდურესად მძიმე პირობებში დაიწყო, თუმცა ბევრმა მათგანმა მძიმე დღეები უკან ჩამოიტოვა და განვითარების ახალ ეტაპზე გავიდა. მიუხედავად ამისა, რეგიონულ ტელეკომპანიებს გაცილებით მეტი პრობლემები აქვთ, ვიდრე თბილისელ მაუწყებლებს.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ტრადიციულად, სიღარიბე და სარეკლამო ბაზრის არარსებობაა. ზოგიერთი რაიონული ტელევიზიის ერთადერთ შემოსავალს მიცვალებულთან დაკავშირებით შემოსული განცხადებები წარმოადგენს. ასეთი რაიონული ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს ზოგჯერ სრულიად მოულოდნელი საცთური გამოუჩნდებათ ხოლმე. მაგალითად, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონულ ტელევიზიას გასვენებიდან პირდაპირი რეპორტაჟის გაკეთებაში 500 დოლარს სთავაზობდნენ. კომპანიისთვის, რომლის შემოსავალი მთლიანად განცხადებებზეა დამოკიდებული და რომლის ეთერში გასული განცხადების ფასი 5-დან 15 ლარამდე მერყეობს, ეს სერიოზული შემოსავალი იყო, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელებმა უარი თქვეს წინადადებაზე, რომლის განხორციელებას, შეიძლება, ახალი მოდის დამკვიდრებაც მოჰყოლოდა.
ძალზედ საინტერესო სიტუაციაა კახეთში, სადაც ახმეტის ტელევიზიის დამფუძნებელი ახმეტის რაიონის გამგეობაა და მთლიან წილსაც მუნიციპალიტეტი ფლობს.
იურიდიულად დამოუკიდებელია ლაგოდეხის ტელეკომპანია, რომლის მფლობელიც შპს „ეკომია“, თუმცა ტელევიზია დაფინანსებას მუნიციპალური ბიუჯეტიდან იღებს. ლაგოდეხის ტელევიზიის თავისუფლების ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული იმ ფინანსებზე, რითაც მედიაორგანიზაცია არსებობს. საბიუჯეტო თანხებზე კი ხელი მხოლოდ ხელისუფლებას მიუწვდება და მედიაორგანიზაციას მხოლოდ პროპაგანდის შემთხვევაში აფინანსებს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ტელევიზიიდან დაითხოვეს ის ჟურნალისტები, რომლებიც რესპოდენტებთან კითხვებს თამამად სვამდნენ. მაგალითად ეკა კუპატაძე, რომელსაც საკუთარი კითხვების დასმის უფლება არ მისცეს.
ლაგოდეხის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებისგან დიდად არ განსხვავდება ტელეკომპანია „გურჯაანის“ მიერ მომზადებული ახალი ამბებიც. ტელეკომპანიის დამფუძნებელი ამ შემთხვევაშიც კერძო პირი, თამარ აბელაშვილია, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებას გურჯაანის ტელევიზიაც იღებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სარეკლამო მომსახურებისათვის, შპს ტელეკომპანია „გურჯაანს“ ერთი წლის განმავლობაში 24 ათას ლარს უხდის. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის ზვიად რუაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების სარეკლამო მომსახურების მიუხედავად, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა დამოუკიდებელია. უნდა აღინიშნოს, რომ გურჯაანის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში გამგეობის მიერ დაფინანსებული სიუჟეტები რეკლამის ნიშნით არ გადის. ტელეკომპანიას თოქ-შოუს სტილში ორი გადაცემაც აქვს. ორივე პროექტს დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ, თუმცა გადაცემების თავისუფლების ხარისხი ამ შემთხვევაშიც დაბალია. ორივე გადაცემა ძირითადად ადგილობრივ დონეზე არსებულ პრობლემებს აშუქებს. გადაცემის განხილვის თემები არ ხდება რეგიონში არსებული კორუფციის და ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირებს უკავშირდებათ. „გარკვეულწილად, ალბათ, მაინც არსებობს რაღაც თემები, რაზედაც თავს ვიკავებთ ხოლმე. სათქმელს ვამბობთ, მაგრამ ისე მწვავედ არა, როგორც შეიძლებოდა გვეთქვა“, - აღნიშნავს ტელეკომპანია „გურჯაანის“ დირექტორი თამარ აბელაშვილი. დაზუსტებული ინფორმაციით, სტუდია „მონიტორმა“, რომელიც ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებზე საგამოძიებო ფილმებს ამზადებს, ტელეკომპანია „გურჯაანს“ ეთერში გასაშვებად რამდენიმე ფილმი გადასცა, თუმცა ტელეკომპანიამ ჟურნალისტური გამოძიებების ჩვენებისგან თავი შეიკავა.
კახეთში კიდევ ორი ტელევიზია ფუნქციონირებს. საგარეჯოს რაიონის ტელეკომპანია „თვალი“-ს 50 პროცენტი ფიზიკურ პირს, თამარ ქურდოვანიძეს ეკუთვნის. ქურდოვანიძე ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის, გია ნაცვლიშვილის დედაა. ამავე დროს ქურდოვანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. თავის დროზე საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებული ტელეკომპანია “თვალი”, ამჟამად მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ტრანსლირებას ახდენს. საკუთარი გადაცემები მას რამდენიმე თვეა აღარ აქვს. რაც შეეხება თელავის ტელევიზიას, მართალია ტელეკომპანია „თანამგზავრი“ მუნიციპალური ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, მაგრამ მისი სახელი კახეთში ყოფილ ავტორიტეტს ლუკა რამაზაშვილს უკავშირდება, ტელეკომპანიის ერთ ერთი მეწილე ლუკა რამაზაშვილიცაა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია. ლუკა რამაზაშვილი სამართალდამცავებმა 2006 წლის იანვარში დააკავეს. თელავის რაიონულმა სასამართლომ მას სახელმწიფო ქონების ქურდობაში, ყაჩაღობასა და გამოძალვაში დასდო ბრალი და თავისუფლების 8 წლით აღკვეთა შეუფარდა. ამ მოვლენების პარალელურად საინფორმაციო გამოშვებებში, რომელსაც ორიოდე წლის წინ ტელეკომპანია გადასცემდა ადგილობრივი ხელისუფლების გავლენა აშკარად იკვეთებოდა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სარეკლამო თანხების სიმცირეს უჩივის. თანამგზავრზე რამდენჯერმე შეწყდა ახალი ამბების წარმოება. ადმინისტრაციის განმარტებით, 2008 წლის ზაფხულში ახალი ამბების წარმოება იმიტომ შეწყდა, რომ თანამშრომლებმა დაისვენეს, ხოლო 2009 წლის დეკემბერში კომპანია ახალ ოფისში გადადის. ახალ ოფისში გადასვლა დაკავშირებულია ტექნიკური საკითხების გადაწყვეტასთან, ამის გამო საკუთარი პროგრამების წარმოება დროებით შევწყვიტეთ, თუმცა მაუწყებლობა გაგრძელდება და ეთერში მხოლოდ ფილმები გავა", – განაცხადა „თანამგზავრის“ დირექტორმა ენრი კობახიძემ. მისი თქმით, კერძო სახლს, სადაც ამჟამად განთავსებულია ტელეკომპანია, მეპატრონე ყიდის, თუმცა ახალი ოფისი უკვე გამოინახა. ენრი კობახიძემ დასძინა, რომ საინფორმაციო სამსახური მუშაობას თებერვლის დასაწყისში განაახლებს. ტელევიზია აწარმოებს ყოველდღიურ საინფორმაციო პროგრამას „მაცნე“ და ყოველკვირეულ ტოქ–შოუს - „დიალოგი“.
კახეთისგან განსხვავებით, საქართველოს სხვა რეგიონებში ტელეკომპანიების მფლობელები ხელისუფლებასთან უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებული. უფრო მეტიც, მაგალითად, შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებლები, თანაბარი წილით, ძმები, ჯონდო და ბადრი ნანეტაშვილები არიან. პარლამენტის ყოფილი წევრი ბადრი ნანეტაშვილი ამჟამად შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეა; ქუთაისის ტელეკომპანია „რიონის“ გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე, რომელიც ამავე დროს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარეცაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტბიუროს წევრია. „თრიალეთის“ მსგავსად „რიონიც“ მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
იმერეთში არის კიდევ ერთი ტელეკომპანია, „მეგატივი“, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრსა და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს აკაკი ბობოხიძეს ეკუთვნის.
სამეგრელოში მოქმედი ტელეკომპანია „ოდიშის“ ერთ-ერთი მფლობელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებელი ალექსანდრე ქობალიაა.
ტელეკომპანია „ბორჯომის“ 40 პროცენტი ცოლ-ქმარ ტრისტან ცუცქირიძეს და მარინა კუპატაძეს ეკუთვნის. ტრისტან ცუცქირიძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, ხოლო მარინა კუპატაძე ტელეკომპანია „ბორჯომის“ დირექტორი.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, ახალციხეში რეგისტრირებულია ტელეკომპანია „სპექტრი“, რომლის დამფუძნებლებიც არიან: გიორგი მესხელი – საქართველოს შს მინისტრის მოადგილის ამირან მესხელის ძმა; ზურაბ ჩილინგარაშვილი – სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საგადასახადო ინსპექციის უფროსი; გევორქ საგოიანი – სამცხე ჯავახეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსი და ივანე მერაბიშვილი.
რეგიონულ ტელეკომპანიებს შორის ყველაზე დამოუკიდებელია „25-ე არხი“, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ გაყიდვას ჯერ-ჯერობით ძლივს გადაურჩა. სასამართლო გადაწყვეტილებით ტელეკომპანიის საბანკო ანგარიშებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ყადაღა ჰქონდა დადებული, რის გამოც ტელეკომპანია სრულად ვერ მაუწყებლობდა. ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიის საბანკო ანგარიშებს ყადაღა მხოლოდ მას შემდეგ მოხსნა, რაც ტელეკომპანიის გადარჩენის მოთხოვნით, მედიისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს.
აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით შეიქმნა საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, რომელიც რეგიონულ ტელევიზიებს აერთიანებს. როგორც აღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი აცხადებს, მალე ქსელის წევრი ტელეკომპანიების ეთერში დაიწყება სატელევიზიო ტელეჟურნალი `მრავალკუთხედი~. `ტელეჟურნალის ფორმატში ასოციაციის წევრი ტელესადგურების ჟურნალისტთა თანამშრომლობის გზით, გაშუქდება საზოგადოებრივი, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და სხვა საკითხები, მათ შორის პრიორიტეტული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოების პრინციპები, უმცირესობათა პრობლემები, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამართლიანობა და სოლიდარობა, ბავშვთა უფლებები და სხვა~ - აცხადებს ნათია კუპრაშვილი.
კითხვაზე თუ რატომ იზღუდება რეგიონულ ტელევიზიებში თავისუფალი აზრი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე განგვიმარტავს: ,, მე არ გავყოფდი თავისუფალი აზრის შეზღუდვის პრობლემას რეგიონულ და ცენტრალურ ტელევიზიებში _ თავისუფალი აზრის შეზღუდვა ხდება ყველგან, ერთნაირად რამდენიმე მეთოდით _ ტელეკომპანიების ხელმძღვანელებად ინიშნებიან ხელისუფლებისთვის სასურველი პირები, იცვლებიან ან წნეხის ქვეშ ექცევიან მფლობელები და ამასთან, ფინანსურად დამოკიდებული ხდებიან ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამგვარ სიტუაციაში კი ჟურნალისტები ხდებიან კონფორმისტები, სასიამოვნოდ გაოცებულები რჩებიან და ნეტარებით აღმოხდებათ: ხელისუფლება არც ისეთი ურჩხული ყოფილა, როგორც აქამდე გვეგონა! (ეს ერთ-ერთი ხელისუფლებაში გადასული ჟურნალისტის სიტყვების ციტირებაა!)” – აცხადებს ია მამალაძე. გამოსავალს თავისუფლების მოსაპოვებლად გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებაში ხედავს. ,, არ მჯერა, რომ ამას მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლა და ფინანსური დახმარება უშველის _ ეს კარგად გამოჩნდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, როგორ გადაბარგდა მედიის დიდი ნაწილი სახელისუფლებო ნავში და ახლა `კაპიტნის~ უსიტყვო მონაა. ამ პრობლემის მოგვარებას, ზოგადად, საზოგადოების გაცნობიერებული არჩევანი სჭირდება – თავისუფლება თუ სიცრუის ფაბრიკების ტყვეობაში ყოფნა.”
3/10/2010
საიტთა მიმოხილვა
ყურადღება შევაჩერე გაზეთ 24 საათი-ს ინტერნატ გამოცემაზე, სადაც მკაფიოდ და ლაკონურადაა მოცემული ახალი ამბები. ორიენტირება გაკეთებულია მხოლოდ ფაქტებზე და არა საკუთარ შეხედულებებზე, რაც ძალზედ მიმზიდველს ხდის საიტს. მოცემულ ინფორმაციას ამდიდრებს თანდართული ფოტომასალა, რომელიც თანხვედრაშია მოსული ახალ ამბებთან.
მცირედ, თუმცა მაინც გადმოგვცემს ინფორმაციას პოლიტიკურ ამბებზე media.ge. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ამ საიტზე ვრცელდება ისეთი უმნიშვნელო დეტალები, რომლის ნახვაც გაჭირდება სხვაგან.
რაც შეეხება Rustavi2-ს, ის მოიცავს, როგორც გასართობ, ასევე საინფორმაციო ნაწილს, რომელთა უმრავლესობა გახლავთ ამონარიდი ეთერში გასული მასალიდან. ინფორმაცია საკმაოდ მოკლედაა გადმოცემული, თუმცა გაგება ნამდვილად არ ჭირს. საიტი ერთი შეხედვით ობიექტურია, თუმცა მასზე დაკვირვების შემდგომ აღმოვაჩენთ, რომ ძალზედ დიდი ადგილი უკავია ოპოზიციური პარტიების ნაკლებსა და ,,მიღწევებს”. მაგ: თუ როგორ ჩავიდა ნინო ბურჯანაძე პუტინთან და რატომ შეხვდა ის გუშინ სერგეი ლავროვს. ამგვარი ასე ვთქვათ მიკერძოება დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური საიტისათვის.
3/09/2010
ჩემ შესახებ
